|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

" მძიმე სენის მქონე ადამიანს მოძღვარი კი არა, უფალი კურნავს"

უნდა გახსოვდეთ, რომ მოძღვარი, პატრიარქი, მღვდელმთავარი კი არ კურნავს, არამედ კურნავს უფალი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისის ბრძანა.
პატრიარქმა დღეს რწმენის სიმტკიცეზე იქადაგა და მრევლს მიმართა, უფლის სასწაულები რწმენით მიიღონ. ილია მეორის თქმით, თუკი ადამიანი იწამებს, რომ ის განიკურნება და მისი რწმენა მტკიცეა, ღმერთი წყალობას მისცემს.
"დიდია უფალი და ადამიანის გონება ღვთის განგებას ვერასდროს ჩასწვდება. ადამიანის გონება ვერასდროს ახსნის იმ მოვლენებს, იმ სასწაულებს. სახარებაში ნათქვამია, რომ მიასვენებდნენ ბავშვს, რომელიც დედის ერთადერთი შვილი იყო. მაცხოვარს დედა შეებრება, გააჩერა და ბავშვს უბრძანა: აღსდექო. ბავშვი გაცოცხლდა. რომელი გონება, რომელი მეცნიერება ჩასწვდება ამ სასწაულს?! ჩვენ რწმენით, მოწიწებით უნდა მოვიღოთ ეს მოვლენა, ეს სასწაული. ამან უნდა გააძლიეროს ჩვენი სარწმუნოება. მრავალი ადამიანი მოდის ტაძარში, რომელიმე ავადმყოფობის გამო. მოდიან მოძღვრებთან, მღვდელმთავრებთან, ჩვენთან. ხშირია შემთხვევა, როცა მძიმე სენის მქონე ადამიანი იკურნება. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ მოძღვარი, პატრიარქი, მღვდელმთავარი კი არ კურნავს, არამედ უფალი კურნავს, ამა თუ იმ ადამიანზე უფალი გაიღებს მოწყალებას. საჭიროა მტკიცე სარწმუნოება. თუ სარწმუნოება მტკიცეა და ადამიანს სწამს, რომ ის ნამდვილად განიკურნება, ღმერთი აძლევს წყალობას. ამიტომ ამა თუ იმ ავადმყოფობის ნუ შეგეშინდებათ – თქვენი თავი, თქვენი ოჯახი ღმერთს მიანდეთ და ღმერთი თვითონ განკურვას იმ ადამიანს, რომელიც საჭიროა, რომ განიკურნოს", - ბრძანა ილია მეორემ.

 

 

 

წყარო: ipn.ge

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა