|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალურ მოძრაობაში" საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა. რაც შეეხება ნიკა მელიას,  რომელიც ამ პოსტს იკავებდა,  პარტიის თავმჯდომარის პოსტზე რჩება.  ამავდროულად, მელია თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობასაც შეითავსებს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ამ დრომდე ზაალ უდუმაშვილი ხელმძღვანელობდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ,  ნიკა მელიას  განცხადებით, რეგიონებშიც გაგრძელდება.  მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდეს ნაციონალურ მოძრაობას. 

 "ამით არ  შემოვიფარგლებით და  გაგრძელდება როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, რაიონებში აქტიური პროცესი განახლების, რეფორმირების. მიზანი და შედეგი ამ პროცესის მინდა იყოს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რისთვის ვიბრძვით. ნაციონალურ მოძრაობაში მინდა ვიხილო ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც აქამდე  თავს იკავებდა და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირი არ უნდოდა" - განაცხადა მელიამ.  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა