|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის კარზე ცოცხები და ყავარჯნები გააკრეს (ფოტო)

"ნაციონალური მოძრაობის"  ოფისთან შეკრებილი დაპირისპირებული ჯგუფები დაიშალნენ. ამ დროისათვის იქ მხოლოდ სამართალდამცველები რჩებიან.

შენობასთან მობილიზებულმა აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა ოფისის კარზე ცოცხები და ყავარჯნები გააკრეს, რითაც გამოხატეს თავიანთი პროტესტი წინა ხელისუფლების დროს მომხდარი წამების ფაქტების გამო.

ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სასწარაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა.

საქართველოს შსს პრესსამსახურის განმარტებით, ამ დროისათვის დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 150 მუხლით ედება,  რაც თვითმართველი ერთეულის იერსახის დაზიანებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია  "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ქუთაისის  ორგანიზაციის თავმჯდომარე  ოთარ ლორთქიფანიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისის საორგანიზაციო  მდივნის, კოტე რატიანის განცხადებით, ეს არის მართული აქცია, რომელიც  სოლოლაკის შუშის სასახლიდან იმართება.  მისი თქმით, აქ ჩამოყვანილი არიან ადამიანები მთელი იმერეთიდან.

 ანალოგიური ფაქტები დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად დაფიქსირდა.

 

 

 

      

 

    

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა