"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციას ბესიკ ბრეგაძე უხელმძღვანელებს?
გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად ბესიკ ბრეგაძის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას არც ურაყოფს და არც ადასტურებს საკრებულოს "ნაციონალი" წევრი. მისი განცხადებით, საორგანიზაციო საქმიანობაზე პარტიაში შეხვედრები მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია, ვის დაუჭერს აქტივი მხარს.
"ჯერ ვერ გეტყვით, ვინ გახდება თავმჯდომარე. ამ დროისთვისაც მიდის მუშაობა ორგანიზაციაში. თავმჯდომარის არჩევა შესაძლოა, პრაიმერისის გზით მოხდეს, კანდიდატად კი ორი, ან რამდენიმე პირი დასახელდეს. თავმჯდომარეს აირჩევს პარტიის აქტივი. ბევრი კარგი კადრია დღეს ადგილობრივ დონეზეც, რომლებიც განიხილება, მათ შორიც ჩემიც. ვნახოთ, რა გადაწყდება", -განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გია თევდორაძემ ცნობილი მოვლენების გამო პარტია დატოვა და "ევროპულ საქართველოს" შეუერთდა.
ამ დროისათვის ქუთაისის ორგანიზაციას აღმასრულებელი მდივანი ვალერი კლდიაშვილი და საკრებულოს წევრები ბესიკ ბრეგაძე და გია უკლება ხელმძღვანელობენ.
ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე, სავარაუდოდ, მათი კანდიდატურებიც დასახელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















