ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა დედაქალაქში კარვები გაშალეს
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები გაშალეს.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ისინი ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
"ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს დრო იმისთვის, რომ მათ მოთხოვნებზე შესაბამისი პასუხი მიიღონ. სწორედ ამ დრომდე აპირებენ ისინი რესპუბლიკის მოედენაზე დარჩენას.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე არ იქნება პასუხი, დედაქალაქის პიკეტირებას მოახდენენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



14:27
11:00
13:42
12:40
10:44
















