|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნანა კაკურია მერიის ააიპებში დასაქმებას არ თანხმდება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებისა და ნომერ 13 საბავშვო ბაღის გათავისუფლებული გამგის ნანა კაკურიას საქმის განხილვაა ჩანიშნული. მხარეები საკუთარ არგუმენტებს წარადგენენ. ეს  რიგით მეორე შეხვედრაა.

პირველ სხდომაზე მოსამართლემ გაერთიანებას იმ სამსახურისა და  პოზიციის ზუსტი დასახელების  წარმოადგენა დაავალა, სადაც დასაქმებას სთავაზობენ ნანა კაკურიას. შეგახსნეებთ, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ფეხმძიმე გამგის მდგომარეობის გათვალისწინების გამო, ქუთაისის მერმა მას მერიის სხვა უწყებაში შესთავაზა დასაქმება.

როგორც გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, კაკურიას "კულტურ დაწესებულებათა" ააიპში და "სპეციალურ სერვისებში" სთავაზობენ დასაქმებას, იმავე სახელფასო სარგოთი და იმავე ვადით, როგორც გამგის ადგილზე.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნანა კაკურია არ აპირებს შეთავაზებას დათანხმდეს, ის სასამართლო პროცესის ბოლომდე მიყვანას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ  გაერთიანების გადაწყვეტილებით, ერთდღიანი გაფიცვის მონაწილე გამგეები გაათავისუფლეს. სამმა მათგანმა გაერთიანების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი