|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია - სალომე ზურაბიშვილი

ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ "კვირის ჟურნალთან" (JDD) ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას "ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში", პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

"მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ სახელწოდებით, "სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო" ფრანგულ "კვირის ჟურნალში" (JDD) დაიბეჭდა.

ავტორი: ნიუპრესი