ნათია ჩახუნაშვილი - ახალგაზრდა ქალი მეწარმე ქუთაისიდან
ნათია ჩახუნაშვილი ახალგაზრდა ქალი მეწარმეა ქუთაისიდან. საკუთარ ბიზნესზე ფიქრი 25 წლის გოგონამ რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც მიზნად დაისახა საქმე წამოეწყო და შემოსავლის წყაროსთან ერთად საყვარელი საქმე ეკეთებინა.
ნათიას ოცნება იყო ქალაქს თავისი საფირმო ბურგერების სახლი შეექმნა, რომელიც ქალაქის სტუმრებს, ადგილობრივებს და ტურისტებს საყვარელ პროდუქრებს შესთავაზებდა, რომელიც ყველა სტატუსის და შემოსავლის ადამიანისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი.
როგორც ყველა დამწყებს, ნათიასაც მოუწია რიგი სირთულეების გადალახვა. ეს სირთულები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა არც „თეთრი სახლი„ არსებობდა და არც მისი ბურგერი. ეს იყო შიშის ფაქტორი გადაედგა ნაბიჯი და თავად შემექმნა პროდუქტი, რომელიც ქუთაისის მცხოვრებლისა თუ სტუმრისათვის, საინტერესო სასარგებლო და გემრიელი უნდა ყოფილიყო.
ბევრი ფიქრის შემდეგ ნათიამ გადავწყვიტა, რომ ეს ფიქრები მხოლოდ აფერხებდა, რადგან საკმარისი პოტენციალი, ძალისხმევა და მონდომება ქონდა, გამხდარიყო წარმატებული ქალი მეწარმე. დროსა და თანხებთან ერთად ნათიას ყველა საჭირო რესურსის მობილიზება მოუხდა, რაც ხშირად გადასწორებული დღე-ღამის ხარჯზე ხდებოდა, თუმცა არც ერთხელ უფიქრია დანებება, რადგან უფრო მეტ სტიმულს აძლევდა იმის ყურება, თუ როგორ ესხმებოდა მის იდეებს ხორცი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით და შედეგად, "თეთრი სახლის" ბურგერმა მალევე დაიმკვიდრა ადგილობრივებში თავისი სახელი, სულ ეხლახანს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ და USAID- Yes Georgia მხარდაჭერითა და დაფინანსებით ნათიამ შეიძინა კონვექციური ღუმელი, რამაც არამარტო მომსახურეობა, არამედ ძირითადი გასაყიდი პროდუქტი ტექნიკური მომზადების თვალსაზრისითაც მაღალ სტანდარტს დაუქვემდებარა.
„მინდა ყველა დამწყებ მეწარმეს ვუთხრა ან მათ ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ნაბიჯის გადადგმას, მთავარია საკუთარ თავში იპოვო სურვილი, მოტივაცია და ძალისხმევა, რათა საკუთარ იდეებს ხორცი შეასხა და ფულადაც აქციო იგი, “ - ამბობს ნათია ჩახუნაშვილი.
დღეს "თეთრი სახლი" არის სივრცე, სადაც ქუთაისის მცხოვრებლებს გემირელ ბურგერთან ერთად, სასიამოვნო გარემო და არჩევანის მრავალფეროვნება ხვდებათ.
„თეთრი სახლი“ პირველი ბურგერ-ბარი იყო ქალაქში და რომელმაც არათუ დაიმკვიდრა თავი ,არამედ თავად შექმნა ეს ბაზარი, რომელიც ადგილობრივებისთვის აქამდე არ იყო დიფერენცირებული სხვა კვებითი რესტორნებისგან. ძირითადი გასაყიდი პროდუქტი ბურგერია, რომელიც ფასებისა და ასორტიმენტის შესაბამისად, თითქმის ყველა სოციალური სტატუსის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. რაც მთავარია, ნათია, როგორც ახალგაზრდა ქალი მეწარმე ცდილობს, კიდევ უფრო გააფართოოს თავისი წარმოება და საყვარელი საქმე მოტივაციად აქციოს სხვა ქალებისთვისაც, რომლებიც ეხლა იწყებენ მეწარმეობას.
ავტორი: