|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი საკრებულოში ბიუჯეტის განხილვისთვის არცერთი სხდომა არ ჩატარებულა"

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ნატო ქათამაძის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ქუთაისის მერიას  ბიუჯეტის პროექტი განხილვის გარეშე,  არასრული შენიშვნებით გადასცა.

„როცა ქალაქის ბიუჯეტი დგება, საფინანსო- საბიუჯეტო კომიისიის დასკვნას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არც ინფრასტრუქტურის, არც განათლების და არც იურიდიულ კომისიაში  ბიუჯეტის პროექტი არ განხილულა“, - განაცხადა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ.

კანონპროქტი მერიამ საკრებულოს 15 ნოემბერს გადასცა და წევრები მას 16 ნოემბერს გაეცვნენ, 16-შივე  ქალაქის მერმა თხოვნით მიმართა საკრებულოს, რომ დაებრუნებინათ პროექტი  შენიშვნებით.    ნატო ქათამაძის თქმით,  რამდენიმე საათი არასაკმარისი იყო 50 გვერდიანი დოკუმენტის დასამუშავებლად. ბიუჯეტის მერიისთვის არასრული შენიშვნებით, თვითნებური მიწოდება ნიკოლოზ ლატარიას მხრიდან მას არასამართლიანად მიაჩნია, მაშინ, როცა საკრებულო შენიშვნების ჩანიშვნის უფლება 25 ნოემბრამდე ქონდა. 

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქათამაძე  აღნიშნულ ქმედებას კანონდარღვევად მიიჩნევს.  საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლატარიას მხრიდან  კომისიის წევრების აზრის  უგულებელყოფას  უპატივცემულობად თვლის.

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა