|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატოს მოახლოება ჩვენს საზღვრებთან გვავალდებულებს მივიღოთ ზომები - კრემლი

ნატოს მოახლოება ჩვენს საზღვრებთან გვავალდებულებს მივიღოთ ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, -ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით არა მხოლოდ ჩვენს საზღვრებს ირგვლივაა, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება.

მთავარი ის არის, რომ ეს გვავალდებულებს მივიღოთ ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და ჩვენმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს“,- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) საქართველოში 26 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს დასრულდება. მისი მიზანია ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა