"თეთრ ხიდთან" თუ სხვა პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტი გამჭვირვალეა"
"ნებისმიერი დოკუმენტი, "თეთრ ხიდთან" თუ სხვა პროექტთან დაკავშირებით არის გამჭვირვალე და ნებისმიერ კონკრეტულ პროექტზე შეგვიძლია ვისაუბროთ"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ განაცხადა.
ნიშნიანიძე დავით გოგისვანიძის ბრალდებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის გასულ წლებზე ვერ ისაუბრებს, ამჟამად კი ყველა პროექტი გამჭვირვალეა.
"აღნიშნულ საკითხზე შეფასების გაკეთება გამოძიების კონპეტენციაა და მე პირადად არ მაქვს იმის უფლება, რომ ამ კონპეტენციაში ჩავერიო. მე იმ პერიოდში არ ვმუშაობდი და ის დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ტენდერის გამოცხადება და ტენდერის საფუძველზე პროექტების დაფინანსება, ხდებოდა იურიდიულად გამართული დოკუმენტების საფუძველზე. რაც შეეხება სოციალური საცხოვრისის საკითხს, არის შენიშვნა და ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დასრულების შემდეგ გავიგებთ პასუხს ყველა კითხვაზე. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ნებისმიერი დოკუმენტი, "თეთრ ხიდთან" თუ სხვა პროექტთან დაკავშირებით არის გამჭვირვალე და ნებისმიერ კონკრეტულ პროექტზე შეგვიძლია ვისაუბროთ, აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება მსგავს დარღვევებთან გვქონდეს საქმე", - განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.
შეგახსენებთ, ევროპული საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით გოგისვანიძის განცხადებით, აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ ქუთაისის მერია თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. მართალია, დოკუმენტში წინა წლებზეა საუბარი, თუმცა, მისი თქმით, დღესაც იგივე პრაქტიკა გრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















