|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თევდორაძე: „პოლიციის უფროსი საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს უბნის თავმჯდომარესთან“

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე აცხადებს, რომ ბაღდათის პოლიციის უფროსი საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს ვარციხის #10 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, გაიოზ ბურჯანაძესთან.

თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას, თავად ბურჯანაძე უარყოფს და განმარტავს, რომ მას არავითარი შეხება არ აქვს პოლიციის უფროსთან.

თვედორაძე კი აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა უბნის კომისიის ყველა წევრი სათითაოდ გარეთ გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა. თევდორაძის თქმით, ის ზემოთაღნიშული კანონდარღვების თაობაზე, ფოტომასალას უახლოეს პერიოდში წარადგენს.

ავტორი: ანა ჯანაშია, თეკლა მორგოშია