პარლამენტში ჩამონგრეულ ჭერს აკეთებენ
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობაში
ამ წუთებში ჩამონგრეული ჭერის აღდგენის სამუშაოები
მიმდინარეობს.
პარლამენტის შენობის ნოლ სართულზე გუშინ გვიან ღამით წყლის მილი გასკდა, რასაც ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა.
ჭერი პარლამენტის შენობის იმ ნაწილში დაზიანდა, სადაც
ვახტანგ ხმალაძის, ივანე კიღურაძის, გიგლა აგულაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის სამუშაო
კაბინეტებია განთვსებული.
პარლამენტის აპარატის უფროსის ზურაბ მარაქველიძის თქმით, დაზიანებული ადგილების შეკეთებას მუშები დროულად შეეცდებიან.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა