ქუთაისში საარჩევნო უბნების ტექნიკური აღჭურვა დღეს დასრულდება
ქუთაისში, არსებული საარჩევნო უბნები 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადყოფნაშია – აღნიშნულის შესახებ, newpress.ge–სთან, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანილ ოსეფაიშვილმა ისაუბრა.
ოსეფაიშვილის თქმით, უკვე ორი დღეა საარჩევნო უბნების ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს, რომელიც დღეს დასრულდება.
"საარჩევნო უბნების აღჭურვა მიმდინარეობს, ქსეროქსით, კაბინებით და ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რომელიც არჩევნების დღეს არის საჭირო", – განმარტავს ოსეფაიშვილი.
ქუთაისში სულ 127 საარჩევნო უბანია.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა