|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისები დაიგეგმა

 ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო რიგ ქვეყნებში საჰაერო სივრცის დახურვამ შეაფერხა მგზავრობა.  საქართველოს  საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, 4 და 5 მარტს ომანიდან თბილისის მიმართულებით შესრულდება  სპეციალური რეისები საქართველოს იმ მოქალაქეთათვის, რომელთაც შეექმნათ სამშობლოში დაბრუნების შეფერხება.
ერთი რეისი 3 მარტს უკვე შესრულდა. 
ომანიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ. 
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო რიგ ქვეყნებში საჰაერო სივრცის დახურვამ შეაფერხა მგზავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები 3, 4 და 5 მარტს დაიგეგმა საქართველოს იმ მოქალაქეთათვის, რომელთაც შეექმნათ სამშობლოში დაბრუნების შეფერხება.
საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.
ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას", - აცხადებს საგარეო სამინისტრო.
 
 
 

ავტორი: