|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრანსპორტის სამსახური – ქუთაისში ბურჯანაძის მხარდამჭერების გადაყვანისთვის ბრძანება არ გაგვიცია

ავტობუსების მძღოლები, რომელთაც ქუთაისში, ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები სხვადასხვა უბნიდან ცენტრალურ მოედანზე გადაჰყავთ, newpress.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ აღნიშნული დავალება მათ მთავრობისგან მიიღეს.



ცენტრალურ მოედანზე, ნინო ბურჯანაძის ქუთაისელი მხარდამჭერების საქალაქო ტრანსპორტით გადაყვანის თაობაზე, მერიის ტრანსპორტის სამსახურში ინფორმაციას არ ფლობენ.
სამსახურის უფროსი ნიკა კეპულაძე აცხადებს, რომ მათ ბურჯანაძის მხარდამჭერთა გადაყვანის ბრძანება არ გაუციათ და საქალაქო ტრანსპორტს არც ერთი ერთეული არ მოკლებია. შპს „სითილაინის“ ხელმძრვანელი, ალეკო დვალიშვილი, (რომლის დაქვემდებარებაში საავტობუსო ხაზები) აცხადებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო კომპანია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მათ უფლება აქვთ დამატებითი ტრანსპორტი ნებისმიერ პირზე გააქირაონ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ბურჯანაძესთან შესახვედრად მხარდამჭერები რაიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. 
მათ შორის, ქვედა სიმონეთიდან ბურჯანაძის მხარდამჭერთა ჩამოყვანა "ქართული ოცნების" მიკროავტობუსებით მოხდა. ნახეთ ფოტო 
ნინო ბურჯანაძის შეხვედრა მხარდამჭერებთან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 17 საათზე დაიწყო და ის ამ დრომდე გრძელდება.


ავტორი: დეა მანაგაძე, თეკლა მორგოშია