ნინო ბურჯანაძე – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალებს“ შორის შეთქმულება მზადდება
„კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეთქმულება მზადდება, შეთქმულების თანახმად 27 ოქტომბრის არჩევნებში დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე არ უნდა გავიდეს“, – აღნიშნული განცხადება ნინო ბურჯანაძემ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით აღნიშნული შეთქმულება ბიძინა ივანიშვილის ზურგს უკან მზადდება. ბურჯანაძე ირწმუნება, რომ არჩევნები სამართლიანად ვერ ჩატარდება, რადან კოალიცია და „ნაციონალები“ ერთმანეთთან ჩახუტებულები და კოჰაბიტირებულები არიან.
ბურჯანაძის განცხადებით სხვა კანდიდატები მასთან სატელევიზიო დებატებზე უარს ამბობენ. „დებატებში არ ჯდებიან და ბიძინა ივანიშვილს ბაღის ბავშვივით ხელჩაკიდებული დაჰყავს მარგველაშვილი – ხმა მიეცითო. რატომ უნდა მისცეს ამომრჩევლების 70 –მა პროცენტმა ხმა ? რა დამსახურებისთვის. კარგი ბიჭი ბევრია, კარგი ბიჭობის და კარგი პროფესიის გამო ქვეყანა ადამიანს არ უნდა ჩავაბაროთ“ – განაცხადა ბურჯანაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრის დასრულებისას.
ავტორი: თეკლა მორგოშია