ნინო ბურჯანაძე – პრეზიდენტი ხათრით არ უნდა აირჩიონ, ისე როგორც ხათრით არ ქორწინდებიან
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭრებს "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის" საპრეზიდენტო კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა 27 ოქტომბერს
ახალი პრეზიდენტი არა ხათრით, არამედ გონებით და შესაძლებლობით აირჩიონ.
"ხათრით არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი, ისე როგორც ხათრით ცოლი არ მოჰყავთ და არ თხოვდებიან. ბოლოს და ბოლოს იმერეთში თამადას არა ხათრის გამო, არამედ შესაძლებლობის
გამო ირჩევენ," – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი განცხადებით, ამომრჩველს პრეზიდენტის გონებით არჩევისკენ
საქართველოს პატრიაქრმა მოუწოდა.
ბურჯანაძე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური პარტია ერთადერთია,
რომელიც ქვეყანას არსებული კრიზისიდან გამოიყვანს. ბურჯანაძის განცხადებით, დღევანდელი
დღის და 27 ოქტომბრის არსებობა, 2012 წლის 1 ოქტომბრის და კონკრეტულად "ქართული ოცნების" დამსახურებაა. თუმცა, მან იქვე განმარტა, რომ გასული წლის 1 ოქტომბერი არ იქნებოდა,
რომ არ ყოფილიყო 26 მაისი.
"დღეს მოვინახულე ვანში, 26 მაისს დაღუპული სულიკო ასათიანის
საფლავი. იმის ნაცვლად, რომ ახალმა ხელისუფლებამ გამოიძიოს 26 მაისის ტრაგედია, კოჰაბიტაციაში
არიან დამნაშავე ხელისუფლებასთან," – განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე აცახებს, რომ თუკი მას ამომრჩევლები მხარს არ დაუჭერენ, „ნაციონალური მოძრაობა“
იმაზე ადრე მობრუნდება, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
ავტორი: თეკლა მორგოშია