|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინო ბურჯანაძე – დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს პოლიცია მარგველაშვილის ხმებისთვის ამუშავდა

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბურჯანაძემ შსს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საგანგებოდ მიმართა.

ბურჯანაძის განცხადებით პოლიცია უკვე ამუშავდა იმისათვის, რომ გიორგი მარგველეშვილმა 27 ოქტომბერს მინიმუმ 60 პრიოცენტი მაინც მიიღოს.

„იმედი მაქვს ეს ყველაფერი ხდება ირაკლი ღარიბაშვილის ზურგს უკან, თუმცა მე ვურჩევდი მინისტრს მოიკვლიოს ეს საკითხი და გამოიკვლიოს, თუმცა ჩემთვის ამ საკითხს გამოძიება არ ჭირდება, რადგან დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს“, – განაცხადა ბურჯანაძემ ქუთისში ამომრჩევლებთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ბურჯანაძესთან შესახვედრად მხარდამჭერები რაიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. 
მათ შორის, ქვედა სიმონეთიდან ბურჯანაძის მხარდამჭერთა ჩამოყვანა "ქართული ოცნების" მიკროავტობუსებით მოხდა. ნახეთ ფოტო 

ავტორი: თეკლა მორგოშია