დაკარგული 18 წლის სალომე დუნდუა და 15 წლის სანდრო მგალობლიშვილი ნაპოვნია
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს აბაშის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უგზო-უკვლოდ დაკარგული სალომე დუნდუა იპოვეს. სალომე დუნდუა 18 ოქტომბერს აბაშის რაიონის სოფელ მარანში საკუთარი საცხოვრებელი "სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველებმა სამძებრო ღონისძიებები იმავე დღეს დაიწყეს და სალომე დუნდუას მისი ნათესავის საცხოვრებელ სახლში გონიოში, დღეს მიაკვლიეს," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.
დღესვე ნათესავების სახლში, რაჭაში ნაპოვნი იქნა გუშინ გორიდან გაუჩინარებული 15 წლის სანდრო მგალობლიშვილი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა