ქუთაისში საარჩევნო უბნების ტექნიკური აღჭურვა დღეს დასრულდება
ქუთაისში საარჩევნო უბნები 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადყოფნაშია. აღნიშნულის შესახებ, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა newpress.ge–სთან საუბარში განმარტა.
მისი თქმით, არჩევნების დღისთვის საარჩევნო უბნების ტექნიკური აღჭურვა სამი დღეა მიმდინარეობს, რომელიც დღეს დასრულდება.
"საარჩევნო უბნებში შეგვაქვს კაბინები, ქსეროქსები და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც არჩევნების დღისთვის არის საჭირო", – ამბობს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ქუთაისში სულ 127 საარჩევნო უბანია.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა