|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ინგრევა

ქუთაისში უკვე რამოდენიმე დღეა  მიმდინარეობს ქალაქის მერიის მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების მეპატრონეებისთვის ცნობის გადაცემა. აღნიშნულ ცნობაში ბრძანების ნომერია მითითებული, რომლითაც მიენიჭა ძეგლის სტატუსი ამა თუ იმ სახლს. ასევე თანდართულია უფლება–მოვალეობები, რომლებსაც მესაკუთრეს აკისრებს სახელმწიფო: "არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება; ძეგლის გასხვისების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს, ხოლო ძეგლის შემძენს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ძეგლის სტატუსის შესახებ" (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 28)

თუმცა  თავის მხრივ კონკრეტულად რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო დაზიანებული ძეგლის მიმართ, რომელიც კერძო საკუთრებაშია, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. არადა ამ სიაში მოხვდრილი ბევრი სახლი სასწრაფო რეკონსტრუქციას საჭიროებს.“სახლის ფასადის ქვა რომ არ გამემაგრებინა გამვლელებს დაეცემოდა თავში, ამიტომ იძულებული გავხდი ამ ზომისთვის მიმემართა“,– განაცხადა კოსტავას #2 ქუჩზე მდებარე სახლის მეპატრონემ. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.თუმცა სახელმწიფო მესაკუთრეს ვერაფრით ეხმარება.

ქუთაისის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ უკეთესი იქნება თუ პირველ ეტაპზე  შესაბამის ექსპერტთა მიერ  მოხდება ძეგლების დათვალიერება  და სავალალო მდგომარეობაში მყოფი ძეგლების გამოვლენა  და სარეაბილიტაციო სამუშაოების  ღირებულების დადგენა.

მეორე ეტაპზე კი – ძეგლებზე სარებილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად ფინანსური სახსრების მოძიება.

„სასურველია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად წელიწადში ძეგლის სტატუსის მქონე,  სულ მცირე, სამ სახლს მაინც მიხედოს კანონის შესაბამისად“– ამბობს მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ვიკა ჩოგოვაძე.

ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგთა ნუსხაში სულ  217 შენობაა შესული. 

მათ შორის 150–მდე შენობა კერძო სახლს წარმოადგენს.

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი