პარასკევი, 06 ივნისი, 2025 წელი 18:30:36
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "ნაციონალი" - თბილისი ქუთაისისთვის კრემლი არ უნდა გახდეს

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია გოქაძე, ქუთაისის მერის ვაკანტურ პოსტზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა. 

გოქაძის განმატებით, მას არანაირი საწინააღმდეგო არ აქვს კონკრეტულად  მურღულიასთან. თუმცა, ამბობს, რომ ქუთაისის მერი ქუთაისელი უნდა იყოს და არ თბილისიდან ჩამოყვანილი. 
"დამზადებულია თბილისში, დამზადებულია ამერიკაში ეს ქუთაისში არ ჭრის. ქუთაისისთვის თბილისი კრემლი არ უნდა გახდეს", - განმარტა საკრებულოს ნაციონალმა წევრმა. 
გოქაძე  თქმით,  მერის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქალაქის  მერის კონკურსის წესით დანიშვნა, ფორმალურია და ის მხოლოდ დავალებებს ასრულებს. 
ქუთაისის მერის ვაკანტურ პოსტზე შოთა მურღულიას შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია newpress.ge-იმ გაავრცელა

ავტორი: თეკლა მორგოშია