სიძულვილის ენა მოწოდებაა ძალადობისკენ - დისკუსია ქუთაისში
ფილმის ჩვენება და შემდგომი დისკუსია ქუთაისში, აკ. წერეთლის უნივერსიტეტში სიძულვილის ენის პრობლემებზე საუბარს მიეძღვნა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო სტუდენტური მულტიმედია ჯგუფი „რეაქტორი“.
თსეუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, ფილმის გადაღების საფუძველი გახდა ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებში მომხდარი დისკრიმინაციული შემთხვევები. მათ შორის იყო, 2013 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, ნიგერიელი სტუდენტების ცემის ფაქტი. ფილმში ნაჩვენები იყო, ასევე, თსეუ-ში სექსუალური დისკრიმინაციისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წელს იეჰოვას სამ მოწმის ფიზიკურად გასწორების ფაქტი.
„სიძულვილის ენა ყოველთვის გვესმის უმცირესობების მიმართ და ჩვენი დღევანდელი დისკუსიის მიზანია, მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება ზემოთ აღნიშნული პრობლემებისადმი. ჩვენი გზავნილი საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის არის ის, რომ სიძულვილის ენა არის პირველი ნაბიჯი, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები მოხდეს და კრიმინალამდე მივიდეს, და ვიდრე საქმე აქამდე მივა, ამ პრობლემის შესახებ უნდა ვისაუბროთ აკადემიურ სფეროში. დისკუსიის შემდეგ ვფიქრობთ, რომ შევადგენთ სპეციალურ დოკუმენტს, რომელსაც ექნება რეკომენდაციის ხასიათი და უნივერსიტეტის თვითრეგულაზაციის მექანიზმში ეს იქნება ეთიკის კოდექსი თუ სხვა დოკუმენტები, სადაც საუბარი იქნება სიძულვილის ენის აკრძალვასთან დაკავშირებით უნივერსიტეტებში“-აცხადებს სტუდენტური მულტიმედია ჯგუფი „რეაქტორი“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბექა გაბადაძე.
„ამ ეტაპზე სამართლებრივი რეგულირების მომხრე არა ვარ, რადგან დღეს საზოგადოება ინფორმაციულ ვაკუუმშია. ამიტომ, ჯერ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას,“-ამბობს სტუდენტი ლიკა გენელიძე.
ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. ფილმი გადაღებულია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით.
ავტორი: ლანა კოკაია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა