|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ინფექციური დაავადებების რიცხვი არ მცირდება - სპეციალისტები მიზეზებზე საუბრობენ

ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშოირისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მრგვალი მაგიდა მოეწყო. შეხვედრას ორგანიზება ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრმა "ახალი გზა" გაუწია.

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადმგენლებმა და ექიმებმა ისაუბრეს  წამალდამოკიდებულებასა და მასთან დაკაშირებულ ინფექციური დაავადებებზე..  

როგორც აღმოჩნდა, ინფექციური დაავადებების რიცხვი არ მცირდება საქართველოში. ამის გამომწვევად ორ მიზეზს ასახელებენ. "პირველ რიგში, ეს არის არაინფორმირებულობა და მეორე მიზეზი ის ნარკოპოლიტიკა, რასაც სახელმწიფო ატარებს წამალდამოკიდებული ადამიანების მიმართ. ჩვენი ბენეფიციარები იმალებიან, ჩვენამდე ვერ მოდიან, რადგან მუშაობს დამსჯელი პოლიტიკა", - აღნიშნა "ახალი გზის" ქუთაისის ორგანიზაციის სუბკოორდინატორმა ზაზა ქარჩხაძემ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ამ თემაზე, რომ სახელმწიფომ აღიაროს წამალდამოკიდებულება დაავადებად  და ჯანდაცვის სამინსიტრომ აიღოს საკუთარ თავზე ამ ადამიანების მკურნალობა.

"რეპრესიითა და აკრძალვით არაფერი მოისპობა, აკრძალვას არც არასდროს უმუშავია და არც ახლა იმუშავებს", - მიაჩნია ზაზა ქარჩხაძეს.

რაც შეეხება ტუბერკულოზს, მისი გავრცელების მხრივ, როგორც შეხვედრაზე ითქვა, წამალდამოკიდებული ადმიანები რისკ ჯგუფს წარმაოდგენენ. ამის მზიეზად მიიჩნევა დაქვეითებული იმუნიტეტი. " ვერ ვიტყვით რომ ნარკოტიკი აქვეითებს იმუნიტეტს, მაგრამ ცხოვრების წესი, რასაც ეწევიან წამალდამოკიდებული ადამიანები: არასწორი კვება და ა.შ, ეს იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. საპატიმრო ადგილები, ასევე წარმოადგენენ ოაზისს ამ ინფექციისთვის. ", - აღინიშნა შეხვედრაზე. 

სახელმწიფოს მოუწევს სერიოზული მუშაობა და საკუთარი ნარკოპოლიტიკის გადახედვა, რათა ინფექციების რიცხვმა მოიკლოს ქვეყანაში, ითქვა შეხვედრაზე. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი