ქუთაისში, მუხნარის დასახლება სასმელ წყალს 2 თვეში მიიღებს
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისში, მუხნარის ტერიტორიულ ორგანოში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტი დაიწყო.
აღნიშნულ დასახლებაში 350 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც წლების განმავლობაში ტექნიკური წყლით სარგებლობენ.
დასახლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, წყალმომარაგების კომპანიის მიერ გაყვანილი იქნება ოთხკილომეტრიანი ცენტრალური მაგისტრალი. სამუშაოები
ორ თვეში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნოდარ მიქიაშვილმა მოინახულა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა