|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს ერაყში განვითარებული მოვლენების ფონზე თავი შეიკავონ აღნიშნულ სახელმწიფოში გამგზავრებისგან, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ერაყის ტერიტორიაზე გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე.

"როგორც ცნობილია, 2014 წლის 6 ივნისიდან მოყოლებული ერაყის ნინევას პროვინციის ჩრდილო-დასავლეთში უკიდურესად დაიძაბა ვითარება. ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად ტერორისტულმა დაჯგუფება Islamic State of Iraq and Levent (ISIL) ხელში ჩაიგდო ქ. მოსული, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია.

ამ ეტაპზე ამბოხებულები მიიწევენ სალაჰ ედ-დინის პროვინციისაკენ. დაწყებულია მოქალაქეთა სრული ევაკუაცია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ პარლამენტს მიმართა თხოვნით, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობას დაურიგდეს იარაღი, რათა მათ თვითონ შეძლონ ამბოხებულებთან გამკლავება.

საქართველოს მოქალეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს, რომელიც ასევე აკრედიტებულია ერაყის რესპუბლიკაში, ცხელი ხაზის ნომერზე + 962 797299799" - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი