|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალულია

მეწყერის ჩამოწოლის გამო, რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს , მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი გზის გაწმენდის სამუშაოები დილიდან განახლდა, თუმცა სამუშაოებს ცუდი ამინდი აფერხებს. გარდა ამისა, მთიდან მიწის ჩამოშლა კიდევ გრძელდება.
გუშინ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე (რიკოთის გვირაბის დასავლეთი მხარე) დიდი მოცულობის მიწისა და კლდის ჩამოშლის გამო, მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა, შესაძლებელია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი