|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიებს ფასდაკლებებს სთავაზობს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე აცხადებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნიდან დღემდე  2198 რეისი შესრულა და 228 150 მგზავრი გაატარა. 2014 წლის 1 იანვრიდან კი, 30 მარტის ჩათვლით 51 453 მგზავრი გაატარა და 246 რეისი შესრულდა.

 

ქეთევან ალექსიძის განცხადებით, აეროპორტი, რომლის მიზანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებაა.

 

მისი თქმით, გახსნიდან პირველ წელიწადში აეროპორტმა საქართველოს მთლიანი ბაზრის მგზავრთნაკადის 10% გაატარა. 


ალექსიძის თქმით, ეს შესანიშნავი მაჩვენებელია პირველი წლის მუშაობის მანძილზე. 


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ადგილობრივ და საერთაშორისო ავიაკომპანიებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. ალექსიძე ამბობს, რომ დროთა განმავლობაში ავიაკომპანიები ვერ ახერხებდნენ სათანადო ოპერირებას საქართველოს აეროპორტებში დაწესებული მაღალი ტარიფის გამო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მათთვის დაწესებულია დაბალი ფასები, რომელიც აბსოლუტურად ყველა მომსახურებას მოიცავს. მათ შორის, დაჯდომა-აფრენის ტარიფებს, მგზავრთა მომსახურების, საჰაერო ხომალდის მიწისზედა მომსახურებისა და საავიაციო უშიშროების ტარიფებს. ავიაკომპანიებისთვის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ფასდაკლების კონცეფცია შეიმუშავა. კონცეფცია ავიაკომპანიების მასტიმულირებელია, რომ მათ რაც შეიძლება მეტი ავიარეისი შეასრულონ და გაზარდონ მგზავრთნაკადი. ფასდაკლების მოპოვება ყველა ავიაკომპანიას შეუძლია იმის მიხედვით, თუ რამდენ ავიარეისს შეასრულებს წლის  მანძილზე და მგზავრთა რა რაოდენობას მოემსახურება. 


„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისში მოქმედ ავიაკომპანიებს კიდევ ერთ, პრემიუმ პაკეტს სთავაზობს, რომელიც მგზავრთა რაოდენობის ზრდას ისახავს მიზნად. თუ ავიაკომპანია მთელი წლის მანძილზე კონკრეტული რაოდენობის მგზავრს ჩამოიყვანს, გადასახადის სახით თითოეულ მგზავრზე მხოლოდ 5 დოლარს იხდის. 2013 წელს ავიაკომპანია WIZZ AIR-ი 173, 000 მგზავრს მოემსახურა, რაც წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა. პრემიუმ პაკეტით უკვე ისარგებლა ავიაკომპანია WIZZ AIR-მა. მან 2012 წელს დაიწყო ავიარეისების შესრულება უკრაინაში კიევის მიმართულებით. დროთა 

განმავლობაში ავიარეისების მიმართულება და სიხშირე გააფართოვა და ამჟამად ასრულებს ავიარეისებს დონეცკში, ხარკოვში, ვილნიუსში, კრაკოვსა და ვარშავაში. 

 

ახლო მომავალში დაგეგმილია ლვოვისა მიმართულებით ფრენა. 30 სექტემბრიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-ი ბუდაპეშტის მიმართულებით შესმულების ავიარეისებს. 

 

WIZZ AIR-ის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფასდაკლებებით სარგებლობა შეუძლია ოთხ ავიაკომპანიას: Georgian Airways, Ural Airways, Belavia, S7-ს. 


commenrsant.ge

ავტორი: ნიუპრესი