|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა ჟურნალისტებმა ჯაბა ანანიძის მიმართ სოლიდარობა აქციით გამოხატეს

ქუთაისში მოქმედმა მედია საშუალებების წარმომადგენლებმა "ტვ-25"-ის ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ჟურნალისტებმა ჯაბა ანანიძის მისამართით აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელის, მედია ვასაძის მხრიდან მუქარა გააპროტესტეს. 

ქუთაისელმა ჟურნალისტებმა, ასევე, დაგმეს "ტვ-25"-ის ჟურნალისტის ჯაბა ანანიძს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია.
"ჩვენი მოვალეობაა დავსვათ კითხვები და თუკი ეს რომელიმე რესპოდენტს არ მოეწონება, თავს უფლება არ უნდა მისცეს დააშანტაჟოს ჟურნალისტი. ჟურნალისტზე განხორციელებული მუქარა და შანტაჟი ნიშნავს საზოგადოების მუქარას და შანტაჟს," - განაცხადა აქციის მონაწილემ, ჟურნალისტმა თორნიკე ხურციძემ.
ჯაბა ანანიძის მხარდასაჭერი აქცია ჟურნალისტებმა დღეს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გამართეს. აქცია გაიმართა ოზურგეთშიც. 

ავტორი: დეა მანაგაძე