ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია - პროცედურული დარღვევები ფიქსირდება
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 საათის მონაცემებით 3 საჩივარია შესული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საჩივრები პროცედურულ დარღვევევს ეხება, რაც არჩევნების მიმდინარეობას ქუთაისში საფრთხეს არ უქმნის.
"შემოსულ საჩივრებს ვარეგისტრირებთ და ყველა მათგანი განხილული იქნება პროცედურულად," - განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა


16:05
13:33
12:21
16:16
14:41
















