ხუთშაბათი, 19 ივნისი, 2025 წელი 03:16:57
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #78 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის ჩაგდების შემდეგ საარჩევნო ყუთი გახსნეს

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საიას დამკვირვებლის კიდევ ერთი საჩივარი შევიდა. საჩივარი ქუთაისის #78  უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას ეხება. დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის დამკვირვებლის თქმით, საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე ჩააგდეს, რის გამოც, ყუთი გახსნეს, ფურცელი ამოიღეს, თავიდან მოხდა საკონტროლო ფურცლის ჩაგდება და ყუთის დალუქვა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროის მონაცემებით სულ 4 საჩივარია შესული. 

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საჩივრები პროცედურულ დარღვევევს ეხება, რაც არჩევნების მიმდინარეობას ქუთაისში საფრთხეს არ უქმნის. 

"შემოსულ საჩივრებს ვარეგისტრირებთ და ყველა მათგანი განხილული იქნება პროცედურულად," - განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა. 


 

ავტორი: ნიუპრესი