ქუთაისის 26-ე საარჩევნო უბანში პროპაგანდას ეწევიან? (+ვიდეო)
ქუთასის 26-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ეზოში "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მანქანა პარტიის პლაკატით დგას. თავად "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენლის ივანე კაპანაძის განმარტებით, რომელიც ამავდროულად არის მაჟორიტარობის კანდიდატიც, აღნიშნული ფაქტი არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენს და უმჯობესია პირებმა, რომელთაც არ მოსწონთ მათი იქ ყოფნა, კანონში ჩაიხედონ. " მე არანაირად არ ვარღვევ კანონს, კარგად მაქვს წაკითხული საარჩევნო კოდექსი. საარჩევნო უბანი იწყება იქ, სადაც აბრა არის ამ უბნის გაკრული და სადაც მიმდინარეობს კენჭისყრა, ეს არის ჩვეულებრივი ადგილი, სადაც რასაც მინდა იმას გავაკეთებ", - აღნიშნა კაპანაძემ.
ავტორი: თეკლე მორგოშია ზვიად კიკვიძე