|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ებოლას ეპიდემია კონტროლს აღარ ექვემდებარება - ბარაკ ობამა

ებოლას ეპიდემია, რომელიც დასავლეთ აფრიკაში მძვინვარებს, უმართავი ხდება. ეს განცხადება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოთხშაბათს, 17 სექტემბერს, ატლანტაში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განაცხადა.

Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან და  უზრუნველყოს დამატებითი დახმარება საშიში დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

"მწარე სიმართლე ისაა, რომ დასავლეთ აფრიკაში ყოვლისმომცველი ეპიდემია უპრეცედენტო მასშტაბებს იძენს. ის თანდათან მწვავდება და კონტროლს აღარ ექვემდებარება. სიტუაცია უარესდება", - განაცხადა ობამამ.

geonews.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა