|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შშს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშაულება ამოიღო

შსს-მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. 

ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული იგორ პ. ბორჯომში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს სკაიპით გაცნობილმა მეგობარმა საფრანგეთიდან გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული. აღნიშნული წერილი ნარკოტიკული საშუალება „ფენტანილით“ იგორ პ-მ საქართველოს ფოსტის ბორჯომის ფილიალში მიიღო.

სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას 0,0165 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ფენტანილი" ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

წყარო:police.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა