საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ონლაინ სწავლების პროგრამა ამუშავდა
ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო
საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა წიგნის "სამოქალაქო საზოგადოება" პრეზენტაცია გამართა.
წიგნში მოცემულია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების
სხვადასხვა ეტაპებზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მიერ დაწერილი პუბლიცისტური წერილები
და ესეები.
"წიგნში მოცემულია ის ღირებულებები, რომელიც სამოქალაქო
საზოგადოების განვთარებისთვის დღესაც აქტუალურია. დღეს არსებობს სტერეოტიპი, რომ სამოქალაქო
საზოგადოების განვითარება დასავლეთიდან თავსმოხვეული თემაა. ან კიდევ სამოქალაქო საზოგადოება
აღიქმება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების კრებული. სამოქალაქო საზოგადოება ეს არის ყველა და ის საქართველოში
ყოველთვის არსებობდა. ამაზე წერდა ილია, ვაჟა და ბევრი სხვა ქართველი მოღვაწე,"- ამბობს სამოქალაქო საზოგადოების
ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თემურ ჯალიაშვილი.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის და მოქალაქეებისთვის მეტი ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდებისთვის, ინსტიტუტის ორგანიზებით ახალი ონლაინ სწავლების
პროგრამა ამუშავდა.
საჯარო პოლიტიკის ანალიზი, სოციალური კვლევა, ადვოკატირება
და ლობირება - ეს ის საკითხებია, რომლებიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ონლაინ რეჟიმში
შეისწავლოს ინსტიტუტის მიერ შექმნილ პორტალზე (e-learning.ge)
როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ,
სწავლება უფასოა და დარეგისტრირებულ ონლაინ სტუდენტებზე სერთიფიკატები გაიცემა.
"ონლაინ სწავლების პროგრამა ოთხი კუსისგან შედგება. საბოლოოდ, ტესტირებაგავლილი სტუდენტები ცოდნასთან ერთად, სერთიფიკატს
მიიღებენ. ამ ყველაფრის მიზანი სამოქალაქო აქტივობის გაუმჯობესება და რეგიონებში ახალგაზრდებისთვის
ცოდნის მიწოდებაა,"-განმარტავენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები.
ავტორი: ანა ჯანაშია