სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა ”შავი სია” გამოაქვეყნა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ პირთა და დაჯგუფებების ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა, რომელშიც ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ადამიანები არიან შეყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სიაში ასევე მოხვდა ჩეჩენი მებრძოლი მურად მარგოშვილი.
"მურად მარგოშვილი სირიაში მყოფი ცნობილი ჩეჩენი ლიდერია, რომელმაც სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს ტერორისტების საწვრთნელი ბაზა ააშენა", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, შავ სიაში მოხვედრილი ადამიანები ტერორისტების ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა