|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას აგროდაზღვევას სთავაზობს

იმერეთის გუნერნატორმა, ზაზა  მეფარიშვილმა დღეს  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მარიანა მორგოშია და "აგროდაზღვევის პროექტის“ ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე მიიღო.

შეხვედრაზე ასევე იყვნენ იმერეთის რეგიონის გამგებლები, სოფლის რწმუნებულები და ფერმერები. 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგნლებმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამა წარადგინეს და პროექტის შესახებ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

"პროექტის  ფარგლებში  განსაზღვრულია  სადაზღვეო პრემიის ზედა ზღვარი და სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტოს  თანადაფინანსება", - განმარტა შეხვედრაზე, მარიანა მორგოშიამ.

აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სადაზღვევო პრემიის 70%-დან 95%-მდე თანხას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებსაგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში სულ 5 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიაა (  ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი, აი სი ჯგუფი, ირაო და ქართუ)   ჩართული.  საშემოდგომო მოსავლის დასაზღვევად, სადაზღვევო კომპანიებმა პროექტში მონაწილე მსურველებისგან  განაცხადების მიღება უკვე დაიწყეს. აგროდაზღვევის საპილოტე პროექტის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი  სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.


ავტორი: თეკლე მორგოშია

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა