|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ებოლას ვირუსმა შეიძლება ჰაერ-წვეთოვანი გზით დაიწყოს გავრცელება

ებოლას ვირუსის სამკურნალო ექსპერიმენტული ვაქცინა, 2015 წლისთვის მზად იქნება და აფრიკის ქვეყნებში გაიგზავნება.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ამჟამად მეცნიერები ორი ვაქცინის დამზადებაზე მუშაობენ, რომლებიც კლინიკური კვლევა ამერიკის შეერთებული შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ტარდება.

"თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, მაშინ ჩვენ შევძლებთ ვაქცინის გამოყენებას ვირუსით დაზარალებილ ზოგიერთ ქვეყანაში, მომავალი წლის დასაწყისიდან“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ბოლო დღეებში მეცნიერები ახალი პრობლემის წინაშე დადგნენ - ისინი შიშობენ, რომ ებოლას ვირუსმა შეიძლება განიცადოს მუტაცია და დაიწყოს გავრცელება არა მხოლოდ კონტაქტის შემთხვევაში, არამედ ჰაერ-წვეთოვანი გზითაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ებოლას ვირუსით დასავლეთ აფრიკაში 2917 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6263 ინფიცირებულია.

segodnya.ua

"info9"

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა