|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა 114-ით შემცირდა

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ სახელმწიფო საწარმოებში ახორციელებს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას.

სააგენტოს სამოქმედო სტრატეგიის ფარგლებში მოხდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კლასიფიკაცია. საწარმოები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად: საპრივატიზებო, მოქმედ და უმოქმედო საწარმოებად. სააგენტოს შემუშავებული აქვს კონკრეტული პოლიტიკა თითოეული ამ ჯგუფის საწარმოების მიმართ.

2012 წლიდან სააგენტო აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში აქტიურად მუშაობს სახელმწიფოს მართვაში არსებული საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაცია-მინიმიზაციის მიმართულებით. აღნიშნული გულისხმობს უმოქმედო და მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე საწარმოების შერწყმის, ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და წილის პრივატიზების პროცესებს. დღეის მდგომარეობით 2014 წლის განმავლობაში საწარმოთა რაოდენობა 114-ით შემცირდა, რაც 26%-ით ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ამას გარდა, მიმდინარე პერიოდში 28 საწარმოზე მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო ლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფება 7 საწარმო. 

სააგენტო აქტიურად მუშაობს საინვესტიციოდ მიმზიდველი საწარმოების პრივატიზების მიმართულებით, რაც თავისთავად გულისხმობს გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვის სტიმულირებას.

bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა