|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1 კგ თხილის ფასი 10 ლარამდე გაძვირდა

ზამთარში თხილის ფასი, შესაძლოა, 15-დან 20 ლარამდე ავიდეს.

სამეგრელოში თხილის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, რამდენიმე დღის წინ 1 კგ 7,70 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი უკვე 10 ლარია. მაღალი ფასის მიუხედავად, როგორც ადგილობრივები ამბობენ, შესყიდვის მსურველთა შორის როგორც ადგილობრივი ბიზნესმენები,  ისე თურქები არიან.
როგორც სოფელ ხიბულას მცხოვრები მერაბ ნადარაია ამბობს, ამ პერიოდში, თხილის ფასი ასეთი მაღალი ჯერ არ ყოფილა. "გაოცებულები ვართ. ზამთარში მისი ფასი შესაძლოა, 15-20 ლარამდე ავიდეს".
მერაბ ნადარაიას თქმით, ”წელს მოსავალი შარშანდელის ნახევარიც არ არის - გვალვამ გააფუჭა. შესაბამისად ხარისხიც არ უვარგა, თუმცა მყიდველი მაინც ბევრია”. მაღალ ფასს ნადარაია ყინვას უკავშირებს, რომელმაც თურქეთში თხილის მოსავალი მთლიანად გააფუჭა.
წყარო: bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა