|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა პოლიტიკოსები ევროპულ კურსს ირჩევენ

  პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, დღეს, ქუთაისში შეიკრიბნენ, სადაც პროექტის „ევროპული კურსი - ახალგაზრდა პოლიტიკოსების გაცნობიერებული არჩევანი“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.  ბათუმის, გორის, ქუთაისისა და თელავის 20-მა ახალგაზრდა პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ევროპული არჩევანი.

 „პროექტს ვახორციელებთ აგვისტოდან.  ახალგაზრდებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემატიკაზე დამუშავებული პრეზენტაციები. ეს პროექტი ხელს უწყობს მათთვის პოლიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყლიბებას, როგორიცაა პოლიტიკური დოკუმენტების შექმნა, დებატების და საჯარო გამოსვლების უნარ-ჩვევების გამომუშავება“, - განაცახადა პროექტის ორგანიზატორმა სოფიო კუპატაძემ.  მისივე თქმით, შემაჯამებელ ღონისძიებას  ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ესწრებიან.
 შეხვედრის პარალელურად პროექტის მონაწილეებმა სოციალური ვიდეო რგოლი გადაიღეს, სადაც აღნიშნეს, რომ ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. სოციალური ვიდეო რგოლი მალე facebook-ზე გამოჩნდება.
 პროექტი ქუთაისის დემოკრატიული სკოლის ინიციატივითა და ნიდერლანდების ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა