|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურაბ აბაშიძე: ,,ეს კანონი არის დისკრიმინაციული"

 პარლამენტის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არის დისკრიმინაციული და იგი ერთი კონკრეტული ტელევიზიის მისამართით არის მიღებული.

 ,,ეს კანონი არის დისკრიმინაციული და კონკრეტულად უკავშირდება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ს.  იმ საკითხების და დირექტივების განსახილველად, რომელიც ხელისუფლებას ევროსაბჭომ წარუდგინა, ხუთწლიანი ვადა აქვს მიცემული, თუმცა მათ ამ ყველაფერზე უარი მხოლო ერთი მიზეზით თქვეს, მათ სურთ არხი კომერციულად დააზარალონ, რაც არასასიამოვნო და არასწორია", - აცხადებს აბაშიძე.

ავტორი: გიგა გელხვიიძე