რუსეთმა და ცხინვალმა ე.წ.სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რუსეთმა და ცხინვალმა ე.წ.სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, შეთანხმება მხარეებს შორის ურთიერთობის შესახებ სპეკულაციებს გაანეიტრალებს. მისი აზრით, მომავალში თანამშრომლობა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კვლავ გაგრძელდება. ე.წ სასაზღვრო შეთანხმებას ხელი სერგეი ლავროვმა და დავიდ სანაკოევმა მოაწერეს . რუსეთის საგარეო უწყებამ "სახელმწიფო საზღვრის" შესახებ ე.წ. შეთანხმების გაფორმებას მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.
"მსგავს დოკუმენტს ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი გააბათილებს ბოლო დროს ქართული მხარის ცილისწამებას, თითქოს მზადდება სამხრეთ ოსეთის ანექსია, მიერთება. ამ სპეკულაციების მიზანი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაცია და ახალგაზრდა რესპუბლიკებთან თანამშრომლობის დამახინჯებაა. სამხრეთ ოსეთთან, ასევე აფხაზეთთან რუსეთის ურთიერთობა იყო და რჩება ურთიერთსასარგებლო, ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებული თანაბარუფლებიანი სახელმწიფოების მეგობრულ პარტნიორობად", - ნათქვამია განცხადებაში.
ლავროვის თქმით, მალე ცხინვალთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებასა ხელი მოეწერება.
ავტორი: ნიუპრესი





17:29
10:32
19:59
15:16
















