|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხემძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია. გოგი ჭიჭინაძის თანამდებობიდან განთავისუფლების განცხადებას კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ  ხელი უკვე მოაწერა. 

 ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის ხელმძღვანელის, ვაჟა ჟუღელის თქმით, „ჭიჭინაძეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება  ერთი თვის წინ ჰქონდა შეტანილი და მისი მოთხოვნა მინისტრმა დააკმაყოფილა".  

ვინ დაიკავებს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახემწიფოპ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას,  ამას კულტურის სამინისტრო გადაწყვეტს. როგორც ვაჟა ჯუღელი ამბობს, ქალაქი მხოლოდ აფინანსებს თეატრს და  საკადრო საკითხებში არ ერევა. "საკადრო ცვლილებებს თეატრში კულტურის სამინისტრო ახორცილებს“,  - განაცხადა ვაჟა ჯუღელმა Newpress.ge-სთან საუბარში.  

ავტორი: ანა ჯიქია