იმერეთის ახალი გუბერნატორი მხარის გამგებლებს შეხვდა
იმერეთის ახალი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე დღეიდან სამსხურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ის იმერეთის გუბერნიაში გამგებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრას გამგებლებთან ერთად ქუთაისის მერი შოთა მურღულია და მერის მოადგილეები დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გივი ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. "შევხვდი თორმეტივე რაიონის გამგებელს და მოვისმინე მათგან მოკლე ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა რეგიონებში. ეს ინფორმაცია მცირეა და თითოეულ რეგიონში პირადად ჩავალ, ერთ ადგილას გაჩერებას არ ვაპირებ. რეგიონებში ვიზიტი ერთჯერადი არ იქნება",- განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ავტორი: ანა ჯიქია





17:29
10:32
19:59
15:16
















