ენერგო-პრო ჯორჯია ელექტროენერგიის მოსალოდნელ გათიშვებზე განცხადებას ავრცელებს
მიმდინარე წლის 25, 26 და 27 თებერვალს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
ქუთაისი. მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 2“ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ფიდერებს:
25 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „N33“ (პუშკინის, გრიშაშვილის, ცისფერყანწელების, რუსთაველი ქ. ნაწ).
26 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „N123“ (წერეთლის ქ. ნაწ).
27 თებერვალს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი „ცგპ-3“ (26 მაისის, თბილისის, დიმიტრი თავდადებული, ტყიბულის, კოსტავას, განათლების, ნიჟარაძის ქ.).
26 თებერვალს მ/ძ გადამცემ ხაზებზე „ჭომა“ და „ბანოჯა“ დაგეგმილი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება მ/ძ ქვესადგურის „ქუთაისი-4“ მომხმარებლებს: ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ბარათაშვილის, გამარჯვების, გველესიანის, დია ჩიანელის, თავისუფლების, პეტრიწის, ბუაჩიძის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ანტონ კათალიკოსის, წყალტუბოს, წყაროს, ჭაბუკიანის, კოღუაშვილის, ცაცხვების, ვაჟა-ფშაველას, ნიკოლაძის, გრიბოედოვის, ძნელაძის, გაფრინდაშვილის, კიკვიძის, ყაზბეგის, ძნელაძის, ასლანიკაშვილის, ბაგრატის, დავით და კონსტანტინეს, ლესელიძის, რუას, მოსეშვილის, პეტრე იბერის, ქეთევან წამებულის, ჩანჩიბაძის და მიმდებარე ქუჩებს, გორას და ჭომის დასახლებას. საერთო ჯამში, დაახლოებით 5300 აბონენტს.
ვანი. მ/ძ ქვესადგურში „ვანი 35“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 25 თებერვალს 11:00-17:00 საათამდე დროებით გაითიშება ქვ. „ვანი-35“ და „შუამთას“ აბონენტები ქ. ვანში და სოფლებში ზედა ვანი, ბზვანი, დიხაშხო, ციხესულორი, სალხინო, მუქედი, შუამთა, ყუმური, ტობანიერი.
ტყიბული. სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ თავის ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 26 თებერვალს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება ქვესადგურების „ხრესილისა“ და „ხრესილი-წევას“ მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური.
ცაგერი. გეგმიურ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 26 თებერვალს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე დაგეგმილია ქვესადგურ „ორბელის“ გამორთვა, რის გამოც ელენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 1700-მდე აბონენტს ცაგერის რაიონის სოფლებში ლაშიჭალა, ორბელი, ლაჯანა, სპათაგორი, ლაცორია, ლეშკედა, წალამიერი, ლესინდი, უსახელო, ხოჯი, ღუ, ლაილაში, თაბორი, სუმუში, უცხერი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა