წერეთლის უნივერსიტეტს DELCAM-ის პროგრამების სწავლების ლიცენზია გადაეცა
2015 წლის 8 აპრილს 11:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს DELCAM-ის პროგრამების სწავლების ლიცენზია გადაეცა. საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ძირითად კორპუსში DELCAM-სა(მსოფლიო ლიდერი საინჟინრო კომპიუტერული მოდელირების პროგრამირებაში) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მიღწეული შეთანხმების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც TEMPUS-ის პროექტის ENGITEC-ის ფარგლებში განხორციელდა. მასში მონაწილეობენ სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტში (შვედეთი), ლიდსის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი), ტურინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (იტალია) და DELCAM-ის საერთაშორისო კორპორაცია (დიდი ბრიტანეთი), მესამე წელია ხორციელდება და საინჟინრო განათლების მოდერნიზაციას ისახავს მიზნად საქართველოში, უზბეკეთსა და უკრაინაში. პროგრამას ევროკავშირის ფარგლებში ხორციელდება.
"ამ პროექტის ფარგლებში ევროპული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვეძლევა. 1 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ლუცკის ნაციონალურ ტექნიკური უნივერსიტეტის, უკრაინის ნაციონალური მეტალურგიული აკადემიის, ზაპოროჟიეს ნაციონალურ ტექნიკური უნივერსიტეტის, ტაშკენტის, ბუხარასა და ჯიხაკჰის ტექნიკური უნივერსიტეტების მაგისტრები და დოქტორანტები, რომლებმაც შეისწავლეს DELCAM-ის კომპიუტერული მოდელირების პროგრამები და მოამზადეს თავიანთი ინდივიდუალური პროექტები", - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.
ავტორი: ანა ჯიქია