|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დედაენის დღე ქუთაისში კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენით აღნიშნეს

   დედაენის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში არსებულ "დედაენის ძეგლთან"  ფიქრია ჭაბუკიანის  კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის ვიცე გუბერნატორი პაატა ნადირაძე დაესწრნენ. ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პატრონაჟით ჩატარდა.

   ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.   მისი თქმით,  „გვქვს ულამაზესი და უძველსი ენა. მნიშვნელოვანი დღეა, რადგან 1978 წელს  ამ დღეს ქათული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა.“

     შეგახსენებთ, ქუთაისში არსებულ დედაენის ძეგლს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, რაც ქალაქის თვითმმართველობას 25 925  ლარი დაუჯდა.      

ავტორი: გიგა გელხვიიძე