ქრთამის მიცემისთვის ერთი პირი დააკავეს
ქრთამის მიცემის ფაქტზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 1961 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე მუტალი გ.-მ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომელს საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში მსხვილფეხა პირუტყვის უკანონოდ გადაყვანაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 5000 ლარი გადასცა.
გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
ავტორი: ანა ჯიქია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

21:51
11:34
15:17
15:16
14:26
















